გიორგი გოგლიჩიძე სოფელ როდინაულის, ცხენთაროსა და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის, ცხენთაროსა და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„თქვენი ხმა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ გიორგი გოგლიჩიძის გამარჯვებაში, რომელიც არის სამართლიანობის, პრინციპულობის, ბრძოლის, ვაჟკაცობის, უკეთესი ზესტაფონის გარანტია. მას შეუძლია, ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან და თქვენთან ერთად ის ძალიან ბევრ რამის გაკეთებას შეძლებს“,- მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას რატი იონათამიშვილმა.
ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, მათ შორისაა, გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი, რომელიც, დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ზესტაფონის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლიდან დაიწყება.
გაზიფიცირებასთან ერთად, სოფელ ცხენთაროში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სასოფლო გზის აღდგენა და სხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება.