ბოლნისის მერმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სააღდგომო ნობათები გადასცა

ბოლნისში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, წინასააღდგომო საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საბჭოს წევრებთან ერთად, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათები გადასცა.
„მინდა, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დღევანდელი ნობათები, რა თქმა უნდა, მცირედია, თუმცა მთავარია, რომ ყოველთვის გვახსოვხართ და შესაძლებლობის ფარგლებში ვზრუნავთ თქვენზე“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები