გიორგი შენგელია: გვაქვს ბევრი პროექტი, შორს მიმავალი გეგმები, რომლებიც უფრო მეტად განავითარებს ზუგდიდს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
გიორგი(გეგა) შენგელია დღეს ზუგდიდში, დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მოქალაქეებმა მმართველი გუნდის კანდიდატთან უბნის განვითარების მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.
“ჩვენ შეხვდით ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ მათ ავუხსენით იმ კონკრეტული გეგმების შესახებ, რომლის განხორცილებასაც მუნიციპალიტეტში ვგეგმავთ. ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, გაკეთდება 10 ქუჩა, ასევ შეკეთდება 100-ზე მეტი ქუჩა. მათ ასევე ვესაუბრეთ, რომ ზუგდიდში აშენდება პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა. ამ დროისთვის მიმდინარეობს თეატრის მშენებლობა, რომელსაც „ქართუ ჯგუფი“ აფინანსებს. ასევე, აშენდება სამაშველო შენობა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და ახალგაზრდული ცენტრები. გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, ძალიან შორს მიმავალი გეგმები, რომელიც წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს და უფრო განავითარებს ზუგდიდს“,-განაცხადა შენგელიამ.