გივი მოდებაძე: გამარჯვების შემთხვევაში, მე ვიქნები გარანტი თქვენი მოთხოვნების შესრულებისა

ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გივი მოდებაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. მან დღეს მორიგი შეხვედრები სოფელ ზოდში, დარკვეთსა და ზედუბანში გამართა
“მერად არჩევის შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნების შესრულება და თქვენ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოგვარება იქნება ჩემი პრიორიტეტი. მე, ჩემს გუნდთან ერთად, ვინიშნავ თითოეული მოსახლის მიერ დაყენებულ საკითხს და, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ეს საკითხები გათვალისწინებული იქნება. დაწყებულია როგორც ზოდის, ისე – ზედუბნისა და დარკვეთის მიმართულებით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე ვიქნები გარანტი თქვენი მოთხოვნების შესრულებისა”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
დღესვე მმართველი გუნდის კანდიდატი ჭავჭავაძისა და ვაჩნაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შიდა ეზოების მოწესრიგებას, გარე განათების ქსელის გაუმჯობესებას, საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები