დავით სერგეენკომ ბათუმში მულტიპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმში მშენებარე მრავალფუნქციური მულტიპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მოინახულეს.
აღნიშნული საავადმყოფო წლის ბოლოს გაიხსნება და 100 საწოლზე იქნება გათვლილი. პაციენტებს კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ.
საავადმყოფოს ბაზაზე იგეგმება „ბაჰჩეშეჰირის” უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, რომელსაც პროფესორი ისმეთ დინდარი უხელმძღვანელებს. სამედიცინო განათლების მიღების მსურველებს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე მოხდება. სტუდენტები სასწავლო კურსის ნაწილს „BAU”-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გაივლიან.
საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა თურქული ინვესტიციით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები