“სამწუხაროა, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არ მოხდა სრულად რეკომენდაციების გათვალისწინება”

„ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
თუმცა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილია.
ამასთან, ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხვდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისცეს.
„ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთო-მ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, – განაცხადა როს უილსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები