“ტყუილი რატომ დაწერეთ, შიმშილით მოკვდაო” – ჭირისუფლებმა გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლიდან “რუსთავი 2” გამოაგდეს

მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ადგილზე მისულ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოსთხოვეს.

ცოტა ხნის წინ მომხდარი მწვავე დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა “კვირამ” გადაიღო და მას უცვლელად გთავაზობთ.

შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა.
“მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები