კანადაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სამი ალპინისტი დაიღუპა

კანადის ნაციონალური ნაკრძალის – ბანფის მთებში ზვავი ჩამოწვა, რამაც სამი ალპინისტი იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ ტელეარხი “CTV” იუწყება.
მათი ინფორმაციით, ინციდენტი 17 აპრილს მოხდა, მაგრამ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
ალპინისტები, როგორც ცნობილია, ყველაზე რთული მონაკვეთის დაძლევას ცდილობდნენ. მაშველებმა ცხედრების ძებნა შეწყვიტეს, ვინაიდან ახალი ზვავის ჩამოწოლის საშიშროება შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები