სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსელი ქველმოქმედი ფოტოს ფოტიადისი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოსთვის გაწეული ღვაწლისთვის, გარდაცვალების შემდეგ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა ფოტოს ფოტიადისი.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა ფოტოს ფოტიადისის ქალიშვილს ილონა ფოტიადისის გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები