ლევან არველაძე მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს

თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან არველაძე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მეტროს რეაბილიტაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ამ მიმართულებით განსახორციელებელ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, დაგეგმილია თბილისის მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია. მწვანე პოლიტიკა-ჯანსაღი ცხოვრების წესი და საზოგადოებრივი მოსასვენებელი სივრცის მოწყობის ფარგლებში, დაგეგმილია კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის დაკავშირება საფეხმავლო ბილიკით, სადაც საპიკნიკე და მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა”, – განაცხადა ლევან არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები