ლაშა ნაცვლიშვილი: “გირგვლიანის საქმეზე” 2012 წლამდე ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ არავინ იცოდა მურუსიძის გვარი

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიეთობის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში “სანდრო გირგვლიანის საქმეზე” ისაუბრა.
მისი თქმით, ეს თემა ამ ხელისუფლებზე შტურმის მისატანად შეირჩა.
„იმას, რომ ეს შერჩეულია ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად, ისიც ცხადყოფს, როგორ და რანაირად მიმდინარეობდა “გირგვლიანის საქმის” განხილვა და სად იყო მართალი და სად იყო შემცდარი მისი ოჯახის ადვოკატი, დაზარალებულის ადვოკატი. ერთ დეტალზე მინდა, გავამახვილო ყურადღება: მურუსიძის გვარი ყველამ ზეპირად ვიცით. არ არის ადამიანი, რომელმაც მურუსიძის გვარი არ იცის “გირგვლიანის საქმესთან” კავშირში, მაგრამ ვიცით თუ არა სხვა მოსამართლეების გვარები. ზოგადად, “გირგვლიანის საქმე” იყო საქართველოში “დრეიფუსის” დონის საქმე“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები