ლევან მურუსიძე: არავითარი “კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს

 

“არავითარი “კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს”, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კლანი, ზოგადად, ასოცირდება დანაშაულთან. „არავითარი “კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს. კლანი, ზოგადად, ასოცირდება დანაშაულთან. 2012 წლის შემდეგ, ამ ე.წ. კლანს ვისაც ეძახით – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მთლიანად სასამართლო კორპუსმა – დადო ისეთი შედეგი, რომელიც არ ჰქონია სასამართლო სისტემას საქართველოს არსებობის ისტორიაში. ყველაზე ნათელი შედეგი არის ის, რომ 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მიმართვიანობა. როგორ შეიძლება, “კლანი” ვუწოდოთ იმას, რამაც 11-ჯერ შეამცირა სტრასბურგში გასაგზავნი საქმეების რაოდენობა და, ყველა მიმართულებით, სასამართლოს აქვს წარმატება. ამიტომ, „კლანზე“ საუბარი გამორიცხულია. ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება და, შესაბამისად, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ცდილობს, თავისი ინტერესები წარმოაჩინოს”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები