სერგი კაპანაძე: ჟენევის დისკუსიების ფორმატზე საუბრისას, ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის სიტყვებს

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლაზე ნებისმიერი საუბარი კარგად აწონ-დაწონილი უნდა იყოს. მისივე შეფასებით, აღნიშნული თემა საფრთხილო და ფაქიზია.
„ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ომის შემდეგ ეგრევე მიღებული ფორმატი, რომელიც არის კარგი, ინკლუზიური ფორმატი, რომელშიც მონაწილეობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირის თაოსნობით არის. რუსეთი არის კონფლიქტის მხარედ გამოყვანილი. მაქსიმუმი იყო, რისი მიღებაც ჩვენ შეგვეძლო. ფორმატის გადახედვაზე საუბარი დღევანდელ რეალობაში შეიძლება, იმის საფრთხეს ქმნიდეს, რომ ფორმატი ჩვენთვის უარესი გახდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
„ამიტომ, ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის სიტყვებს და არ შევქმნათ რეალობა, რომელშიც ეს ფორმატი გადაიხედება, ოღონდ მივაღწიოთ გაცილებით უარესს, ვიდრე გვაქვს დღეს“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განაცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჟენევის ფორმატის განახლება აუცილებელია.
„ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა; თუმცა, ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მათზე მუშაობა, ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები