გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებების გამო გულდაწყვეტილია – ის „ნაცმოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა”

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის, ეკა ბესელიას განცხადებების გამო, გული სწყდება. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუტიოს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმყაროს. მისივე განმარტებით, ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა. „გული მწყდება, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილზე შეტევა. ეს მთავარ ნარატივად გაიხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე გაიმყაროს პოზიციები და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა. ის ახსენებს კობახიძესა და კიდევ სხვა გვარებს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი ტყუილი. ეს სჭირდება იმიტომ, რომ ძნელია პოლიტიკურ ველზე საკუთარი ნიშის დაკავება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები