ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომ, ყოფილი თანაგუნდელების თქმით, მათ დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის გვერდით დგას.
კობახიძე მიიჩნევს, რომ როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, გუნდის წევრები ლიდერთან ერთად უნდა დადგნენ.
„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ყველაფერი და, ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები