მერაბ ქვარაია: თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან

“თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან და ყველაზე უკეთ გრძნობს ხალხის საჭიროებებს”, – ასე გამოეხმაურა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებას.
” დღეს, ვდგავართ მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე , რომ ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში შევაჯეროთ ჩვენი მიდგომები და, საბოლოოდ, ჩამოვაყალიბოთ ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს თვითმმართველობებს მეტ უფლებებს, ფინანსურ თუ მატერიალურ რესურსებსა და, ჯამურად კი, მეტ შესაძლებლობებს მოუტანს. უფლებრივად მაღალი დონის თვითმმართველობა განვითარებული, ძლიერი ქვეყნის რეალური ფუნდამენტია და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საპარლამენტო განხილვის დასაწყისით ახალ, მნიშვნელოვან და ძალზედ საპასუხისმგებლო ეტაპს ვიწყებთ”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიქმნა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები