ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, თანდათანობით დავუახლოვდეთ დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტებს

“ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ამბიციური გეგმა გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, თანდათანობით დავუახლოვდეთ დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, პარლამენტში, დეცენტრალიზაციის საკითხზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
„დღეს, შედგა საინტერესო შეხვედრა დეცენტრალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გვაქვს ამბიციური გეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით. ჩვენი ამოცანაა, თანდათანობოთ დავუახლოვდეთ დეცენტეალიზაციის ევროპულ სტანდარტებს. ეს ყველაფერი არის ასახული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტში, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა. მადლობას ვუხდი სამინისტროს და პირადად მაია ცქიტიშვილს ამ დოკუმენტის შემუშავებისთვის. დოკუმენტში ასახული კონკრეტული ინდიკატორები იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ დეცენტრალიზაცია ფართო მასშტაბით გახორციელდება. ეს ნიშნავს უფრო ძლიერ თვითმმართველობას, უკეთეს მომსახურებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და უფრო ძლიერ ადგილობრივ დემოკრატიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები