გურიაში მომხდარ ავარიას პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა

ჩოხატაური-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შემდეგადაც ერთ-ერთი ინერციით დაგორდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. სწორედ ამ ავტომობილში იჯდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვლა. არსებული ინფორმაციით, მერაბ ჯიბუტი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. სატვირთო ავტომანქანების ორივე მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები