„ვალეში“ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში “ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთეს.
„ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ე.წ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, 254 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურშ.
მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები