სოფიო ქაცარავა: ნატო საქართველოს განიხილავს, როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს

“ნატო განიხილავს საქართველოს როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტური განხორციელების შედეგია”,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
​როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას მიაღწიოს.

“საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, რასაც ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ერთობლივი წვრთნები და არაერთი ღონისძიება, სადაც ალიანსი სრული ფორმატით იქნება წარმოდგენილი. ნატო განიხილავს საქართველოს როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტური განხორციელების შედეგია. საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის ალიანში მომავალი წევრობა შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ მაქსიმალურად წარმატებულად მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც ნატოს სრულფასოვან წევრობას ნიშნავს”,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები