საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი – იენს სტოლტენბერგი ეწვევა

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი – იენს სტოლტენბერგი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. მათივე ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს 25 მარტს დაიწყებს.
25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები