,,ყველა პატიოსან პოლიციელს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ამ ქვეყანას 24 საათის განმავლობაში, მადლობა ვუთხრათ და ვთქვათ, რომ რეალურად ეს გამოწვევა ჩვენი, ყველასია”

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია ,,პირველის” ორსაათნახევრიანი სატელევიზიო ეთერი პოლიციელებისთვის მადლობით დაასრულა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2010 წლიდან პატრულის თანამშრომელთა რაოდენობა ქვეყანაში არ გაზრდილა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 1 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა.
,,თქვენ იცით, რომ მაგალითად, პატრულის რაოდენობა 2010 წლიდან არ გაზრდილა? მაშინ როდესაც ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში 1 მილიონიდან 9 მილიონამდეა გაზრდილი. პატრულის ფუნქცია-მოვალეობები თამბაქოს კონტროლიდან დაწყებული კიდევ ბევრი რაღაცით დამთავრებული კი ამდენითვე გაიზარდა. ამიტომ, როდესაც ასე კრიტიკულად უდგებით ამ ხალხის თითოეულ ნაბიჯს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან თქვენს და ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ყველა პატიოსან პოლიციელს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ამ ქვეყანას 24 საათის განმავლობაში, მადლობა ვუთხრათ და ვთქვათ, რომ რეალურად ეს გამოწვევა ჩვენი, ყველასია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები