ფოტომასალა სახლიდან, სადაც ხანძარს 85 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიმ ბესიკ ფარცვანიამ ჭველეს უბანში ჩავიდა და ის სახლი მოინახულა, სადაც,  დღეს დილით,  ხანძრის შედეგად, 85 წლის მოხუცი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობაც იყო შეკრებილი.
ბესიკ ფარცვანია დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
ამ შეხვედრის შესახებ ფოტომასალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ჭველეს უბანში, საცხოვრებელ სახლში, გაჩენილ ხანძარს 85 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები