სად აშენდება, 2019 წელს, საზოგადოებრივი ცენტრები-წულუკიანის განმარტება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.
„საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს და წელს დასრულდება შუახევსა და დუშეთში. 2019 წელს, დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დედოფლისწყაროში, ვანში, ბაღდადში, ჭიათურაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ქობულეთში, ცაგერში, ქედაში, ხულოსა და თეთრწყაროში, ასევე, გაეროს დაფინანსებით. როგორც წესი, ორგანიზაცია ამ ტიპის მშენებლობებს არ აფინანსებს და მადლობას ვუხდით მათ ამ პირველი ნაბიჯისთვის. სექტემბრიდან, ორი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება კაჩაგანსა და ულამაზეს სოფელ ჭრებალოში. ასევე, გლდანელებს, მუხიანელებსა და ნაძალადეველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც იცით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ტიპის პროექტი გავაკეთეთ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრი მოვაწყვეთ, სადაც (გლდანში) გაიცემა სერვისები. რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი, მაგრამ, არ დაგიმალავთ და, ასეთ წარმატებას არ ველოდით. ვგულისხმობ ნაკადებს. რეალურად, ეს პროექტი დღეს არის, თუ შეიძლება ითქვას, თავისივე წარმატების მსხვერპლი. ამიტომაც, წელს ვგეგმავთ ახალ ფართში გადასვლას, რომელიც იქნება გაცილებით უფრო დიდი. ასევე იქნება გლდანში, რათა მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი ცენტრი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, 2018 წელს გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრებს: ლანჩხუთი; აწყური, სანიორე/ ნაფარეული, ზედა საზანო, ლესიჭინე; საჩხერე, წნორი, დმანისი, ადიგენი; ახალსოფელი, მუხრანი, უდაბნო, საწირე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები