თეა წულუკიანი: საჯარო რეესტრი ნავიგაციის სისტემაზე მუშაობას აგრძელებს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნავიგაციის სისტემაზე მუშაობის შესახებ ისაუბრა.
„საჯარო რეესტრი ნავიგაციის სისტემაზე აგრძელებდა მუშაობას შარშან და წელს. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს კომპანია Tomtom-თან, რომელსაც მუდმივად ვაწვდით განახლებულ ინფორმაციებს. აქ წარმოდგენილი მაქვს ის ოდენობა მაგისტრალების, სხვადასხვა ინტერესის პუნქტებისა, რომლებიც უკვე დატანილია შესაბამის სანავიგაციო სფეროში და ნელ-ნელა დაიწყება მანქანათმშენებელი კომპანიების მიერ და, სავარაუდოდ, პირველი იქნება „რენო ნისანი”, რომლის მიერ გამოშვებულ მანქანაში იქნება ჩვენი ტურისტებისთვის და, ასევე, ჩვენთვისაც ჩატვირთული საქართველოს სანავიგაციო სისტემა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები