თეა წულუკიანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში და ამ რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში, და ამ რეგიონში, ამ სიტყვით ფართო გაგებით, გახლავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. დღევანდელი მონაცემებით 2 მილიონი ტრანზაქცია უძრავ ქონებებზე არის სწორედ ამ დაცულ სივრცეში განთავსებული. ეს პილოტური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი ვიქნებით საკმარისად გაბედულები და მოტივირებული, რაც, იუსტიციელებს არ აკლიათ, ჩვენ შევძლებთ, რომ სანოტარო მომსახურებაშიც დავნერგოთ ეს უსაფრთხო ტექნოლოგია, გარდა იმისა, რომ სამეწარმეო რეესტრსა და უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების მიმართულებით ეს ტექნოლოგია გავაძლიეროთ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები