თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პატარა ადამიანების ზღაპრული წარმოდგენა „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში უამრავ პატარას გააბედნიერებს.
„მოამზადეთ ბავშვები ჯადოსნური დღესასწაულისთვის, ლილიპუტების ცირკი დიდ სიურპრიზს გიმზადებთ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ბილეთის შეძენა, პატარების გამოწყობა, დარბაზში სტუმრობა და მქუხარე აპლოდისმენტები. წინ გელოდებათ კლოუნების ფორმაში გამოწყობილი პატარა ადამიანები, მათი მიერ რთულად შესასრულებელი აკრობატული ნომრები და ილუზიის სამყარო.
ეს იქნება სანახაობა, რომელიც აღაფრთოვანებს დიდსაც და პატარსაც“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გინესის რეკორდსმენი ლილიპუტები თავდაუზოგავად შრომობენ, რომ რამდენიმე საათით მხიარული განწყობა შეუქმნან პატარებს.
„ცირკი ბავშვებისთვის საუკეთესო გართობის საშუალებაა. თუმცა, საქართველოში ხშირად ვერ იხილავთ შთამბეჭდავ წარმოდგენებს. უნდა ითქვას, რომ ლილიპუტების ცირკის სტუმრობა მოულოდნელი სიუპრიზია თბილისისთვის. სწორედ ამიტომ, არ უნდა გამოტოვოთ შოუ, რომელიც თქვენსა და თქვენს შვილებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.
სანახაობის ბოლოს, ლილიპუტებთან გადაღებული ფოტოები ყოველთვის ერთ დაუვიწყარ დღეს გაგახსენებთ“, –  აღნიშნავენ „მოზაიკის“ მესვეურნი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://biletebi.ge/lilu-circus/moskovis-liliputebis-tsirki-tbilisshi-the-circus-of-lilliputians-in-tbilisi
25 მარტიდან, ბილეთების შეძენა შესაძლებელია „მოზაიკის“ სალაროებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები