ანა დოლიძე: არ ვაპირებ სერგო მეთოფიშვილისა და ამათ მოთმენას, სამარადჟამოდ, სასამართლოში

“ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი ხალხი ხარჯავს თავის საშემოსავლო გადასახადს იმაზე, რომ ვანო ზარდიაშვილი შეინახონ, როგორც დეპუტატი”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანა დოლიძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ე.წ. „კლანი“ არასამთავრობო სექტორში აქვს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რადგან ორგანიზაციას სასამართლოს ხელისუფლებასთან მიმართებით, თავად აქვს ინტერესები, კერძოდ – ანა ნაცვლიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განწესებასთან დაკავშირებით.
„ვანო ზარდიაშვილზე ვერ დავხარჯავ ჩემი აზროვნების ვერცერთ წუთს. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი ხალხი ხარჯავს თავის საშემოსავლო გადასახადს, რომ ეს კაცი შეინახონ, როგორც დეპუტატი.
რაც შეეხება კონსპირაციის თეორიებს – არ მიკვირს, რომ ეს იდეები უჩნდებათ გვრიტიშვილს, მეთოფიშვილს, ზარდიაშვილს. ეს ხომ ერთი ჯგუფია. მათ არ სჯერათ არავითარი საჯარო ინტერესის , იდეალების, ფასეულობების. ის სია დაჯღაბნილი რომ იყო, ეს არის მათი ხელწერა. ამიტომ, თავად რომ ყველაგან ამას ხედავენ, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. თუ სერიოზულ თემებზეა საუბარი, ამას ხომ მტკიცებულებების წარმოდგენა სჭრიდება.
მე ველოდები მომენტს, როცა ჩვენ ამ ხალხთან ურთიერთობას დავასრულებთ. ამისთვის უნდა მოვემზადოთ. არ ვაპირებ სერგო მეთოფიშვილისა და ამათ მოთმენას, სამარადჟამოდ, სასამართლოში“, – განაცხადა დოლიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები