მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ადგილზე შეეძლებათ

თბილისში, დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე, მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ადგილას შეეძლებათ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რეგულაციები დაწესდა დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, აკაკი წერეთლის გამზირი, დავით გურამიშვილის გამზირი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ცოტნე დადიანის ქუჩა, სულხან ცინცაძის ქუჩა, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, აწყურის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა.
„ზუსტად ერთი წლის წინ, თბილისის მერიამ მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები აამოქმედა​. ადრე, მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, იქ გაეჩერებინათ. ეს, ყველანაირი თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქში. შესაბამისად, შარშან, ჩვენ შევარჩიეთ 14 ცენტრალური ქუჩა და ისინი დავავალდებულეთ, რომ, მხოლოდდამხოლოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გაეჩერებინათ მიკროავტობუსები. ამ ცვლილებებმა გაამართლა და, შესაბამისად, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები