წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ტონი მაკდონალდს დასრულებული პროექტები გააცნო 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილესთან – ირაკლი ურუშაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს, ბანკის მხარდაჭერით დასრულებული სამუშაოები სამეგრელოს რეგიონში გააცნო.

კომპანიის მენეჯმენტმა უცხოურ დელეგაციას ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე არსებული სატუმბო სადგური დაათვალიერებინა. ბანკის მხარდაჭერით დასრულებული პროექტის შედეგად, ფოთის მოსახლეობა 20-24-საათიანი წყალმომარაგებით უკვე არის უზრუნველყოფილი.

ამ დროისთვის, ADB-ის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტების გახორციელებისთვის 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს გამოყოფილი.

„აზიის განვითარების ბანკი საკმაოდ წარმომადგენლობითი მისია გახლავთ საქართველოში. დღეს, ბანკის ხელმძღვანელობამ იმ ობიექტების მონიტორინგი გაახორციელა, რომელიც უკვე დასრულებულია საქართველოში. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან აქტიურ თანამშრომლობას. ვმუშაობთ ახალ სასესხო პროექტებზე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კვლავ  ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით – წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. გამომდინარე აქედან, ამ წარმატებული პროექტის მონიტორინგი ორივე მხარისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

“მე წარმოვადგენ საქართველოს, ავსტრალიასა და ცხრა სხვა წევრ ქვეყანას. საქართველოში ვიმყოფები იმისათვის, რომ ვნახო, თუ რა ზეგავლენა იქონია იმ სხვადასხვა პროექტმა, რომელშიც  ბანკი აქტიურად არის ჩართული. დღეს, ვათვალიერებთ ფოთისა და საქართველოს სხვა მხარის წყალმომარაგების გაუმჯობესებულ სურათს, რომლის სამუშაოების შედეგად მოქალაქეები 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე გადადიან. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ბევრი ინვესტიცია და კომპეტენცია, რაც მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს ადამიანის  ცხოვრების დონეს”, – განაცხადა ტონი მაკდონალდსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები