ქუთაისში, სკოლიდან მიმავალ და-ძმას მატარებელი შეეჯახა

0

ქუთაისში, სკოლიდან მიმავალ 5 და 10 წლის მოზარდებს მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ, მაშინ მოხდა, როცა და-ძმა სკოლიდან, მოკლე გზით, სახლში ბრუნდებოდა. მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როცა წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი შეეჯახათ.
ბავშვები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი.
როგორც საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი – ქალატვინის დახურული ტრამვა. ოპერაციული ჩარევა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”,- განაცხადა ექიმმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი