მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სრული რეაბილიტაცია იწყება

“დღეს, ვიწყებთ მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე – 9 მარტისა და დედაენის ბაღების სრულ რეაბილიტაციას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს, თბილისს ყველაზე მაღალი ბიუჯეტი აქვს, რაც შესაძლებლობას იძლევა, მეტი პროექტი გახორციელდეს.
„წელს, დედაქალაქის ბიუჯეტიც განსაკუთრებულია. გასულ წლებს თუ შევადარებთ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიუჯეტი გვაქვს და ამით გვეძლევა შესაძლებლობა, რაც შეიძლება, მეტი პროექტი გავახორციელოთ. ბევრი პროექტის გახორციელება უკვე დავიწყეთ. დღეს, ვიწყებთ მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე – 9 მარტისა და დედაენის ბაღების სრულ რეაბილიტაციას. დაახლოებით, 10 მილიონი ლარი ჯდება სამუშაოების შესრულება. ქალაქის ცენტრში არის ეს ადგილები და, ტურისტული თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანია. ეს ადგილები პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს. ახალი აღმაშენებელი, მშრალი ხიდი, ზაარბრიუკენის მოედანი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები პირდაპირ დაუკავშირდება ორბელიანის განახლებულ მოედანს, რაც ერთ დიდ ტურისტულ სივრცეს შექმნის. ეს ქალაქისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება, ბევრი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. უნდა გავუფრთხილდეთ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი და რაც ფასეულია ჩვენთვის. ამ რეაბილიტაციის ფარგლებში, თითოეულ დეტალს მიექცევა ყურადღება. ასევე, ყურადღება გამახვილდება ხარისხსა და პროექტის დროულ გახორციელებაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები