კახა კალაძე: თბილისს 3D რუკა ექნება

0

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისს, უახლოეს პერიოდში, სამგანზომილებიანი რუკა ექნება. როგორც მან დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, “გუგლის” რუკისგან განსხვავებით, 3D რუკა შესაძლებლობას იძლევა, გაიზომოს სხვადასხვა პარამეტრი.
„ამ მონაცემებს გამოიყენებს მერიის სხვადასხვა სამსახური თავის შიდა საქმიანობაში. “გუგლის” რუკისგან განსხვავებით, 3D რუკა მოგვცემს შესაძლებლობას, გაიზომოს სხვადასხვა პარამეტრი. ეს რუკა, ყოველდღიურ საქმიანობაში, გამოადგება არქიტექტურის, ურბანულ, გარემო დაცვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის სამსახურებს; ასევე – მუნიციპალიტეტის ინსპექციას, მიწის აღიარების კომისიასა და რაიონულ გამგეობებს. გარდა ამისა, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე www.mapstbilisi.gov.ge. ამასთან, 500 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა.
ორივე პროექტი, ჯამურად, მილიონზე ცოტა ნაკლები გვიჯდება და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის განახლება და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი