ორთაჭალაში ავარია მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, ორთაჭალაში, ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ფურგონი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა; ერთი კი, მსუბუქი დაზიანებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები