მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ შეთანხმებას სამოქალაქო მოძრაობა შეუერთდა

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ შეთანხმებას სამოქალაქო მოძრაობა შეუერთდა და დღეს, 12 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოძრაობის ოფისების წარმომადგენლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, 12 საათზე, მოსახლეობას აღნიშნულ ინიციატივას მეტრო “ახმეტელთან” გააცნობენ და ხელმოწერების შეგროვებაც სწორედ ამ ლოკაციიდან დაიწყება.
აჭარის წარმომადგენლობა (გენრი დოლიძის ხელმძღვანელობით) ხელმოწერების შეგროვებას ბათუმში, 6 მაისის პარკთან, 13:00 სთ-ზე დაიწყებს, ხოლო ქუთაისის ოფისი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები