საქართველოს პროფესიული განათლების ცენტრების მიერ გაცემული სერთიფიკატები ვალიდური იქნება ევროპაში, რაც მათ კურსდამთავრებულებს ევროპაში დასაქმების საშუალებას მისცემს

განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ყველა სფეროში, რაიონსა და ქალაქში გვექნება ახალი თანამედროვე ბაღები, თანამედროვე ტექნოლოგიებიღ აღჭურვილი სკოლები, რომლის კონცეფციას მომავლის სკოლა დავარქვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში, გადაცემაში ,,პირისპირ” სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმა გულისხმობს ყველა რაიონში პროფესიული სასწავლებლების ამოქმედებას, რომელთა კურსდამთავრებული ნებისმიერი ახალგაზრდა, სწავლი დასრულებისთანავე დასაქმდება.

,,ამასთან ერთად საქართველოს პროფესიული განათლების ცენტრების მიერ გაცემული სერტიფიკატები ვალიდური იქნება ევროპაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს ევროპაში დასაქმების შესაძლებლობასმისცემს. მასშტაბური რეფორმა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები იქნებიან მსოფლიოს ტოპრეიტინგებში. ჩვენ გვექნება ყველაზე თანამედროვე კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები და შედეგად შევძლებთ, საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონის განათლებისა და მეცნიერების კერად, რაც არის ჩვენი ისტორიული მისია,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები