ირანის მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოიტანა, 16 წელი მიესაჯა

“ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიესაჯა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ო.ა, დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ, 2018 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, სომხეთში მყოფმა ო.ა.-მ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დებედას გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რა დროსაც უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 2279,27 გრ. „ჰეროინი“, 10 აბი (0,0198 გრ.) „ბუპრენორფინი“ და 0,3575 გრ. „მეტამფეტამინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა. სამართალდამცველებმა ო.ა. 2018 წლის 29 დეკემბერს საზღვარზე დააკავეს. პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები. ო.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა), 260-ე მუხლის 6-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები