პარლამენტის კომიტეტის წინაშე ანდრო ასლანიშვილი მიმდინარე პროექტებითა და გეგმებით წარდგა

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი, ანდრო ასლანიშვილი, მიმდინარე პროექტებითა და გეგმებით, პარლამენტის კომიტეტის წინაშე წარსდგა. საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ანდრო ასლანიშვილმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს 2018 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო. ქვეყანაში, გარემოს ხარისხის მონიტორინგის მდგომარეობის გაუმჯობესება, სტიქიური გეოლოგიური პროცესებისა და კატასტროფების რისკების მართვა, ჰიდრომეტეოროლოგიის ქსელის გაფართოება, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის განვითარება და გამოწვევები – ეს ის დარგობრივი მიმართულებებია, რაზეც სააგენტოს ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს უფროსმა კომიტეტის წევრებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ლაბორატორია დაათვალიერებინა, სადაც, სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილსა და საქართველოს რეგიონში. მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით, ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გახორციელდა. დეპუტატებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია, როგორ ხორციელდება მყინვარებზე სამთო – გლაციოლოგიური ექსპედიციები და ახალი აღჭურვილობები დაეთვალიერებინათ. სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას მყინვარებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებები წარმოადგენს. ახალი ინვენტარით აღჭურვა სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, საველე-გლაციოლოგიური ექსპედიციები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად გაახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები