მამუკა მდინარაძე: პარტიის განახლება და ახალი სახეების მოძიება გუნდიდან წასული წევრების ჩანაცვლებას არ ემსახურება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის განახლება და ახალი სახეების მოძიება გუნდიდან წასული წევრების ჩანაცვლების პროცესს არ ემსახურება.

„აქ საუბარი არ არის ვინმეს ჩანაცვლებაზე. შეუძლებელია, პარლამენტის გუნდიდან გასული წევრი ჩაანაცვლოს რომელიმე ახალმა სახემ და მით უმეტეს სივით შერჩეულმა. 2020-ში სხვა მოცემულობა გვექნება და გუნდი, რა თქმა უნდა, იქნება განახლების რეჟიმში. საუბარია რეგიონულ ორგანიზაციებზე. პარტიას აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა განშტოება და აქ გვჭირდება ძალიან ბევრი ენერგიული ახალგაზრდა და არამხოლოდ ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ყველა პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, ახალი კადრებისა და სახეების მოძიების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, კონკრეტული პირების შერჩევისას კი აქცენტი რამდენიმე კრიტერიუმზე კეთდება.

„რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გუნდში შემოსვლას დააპირებს. უნდა იყოს პროფესიონალი, გამოცდილიც. ახალგაზრდებს შეიძლება, გამოცდილება აკლდეთ, მაგრამ ჰქონდეთ პერსპექტივა, რომ პარტიულ საქმიანობაში ჩაერთონ ქმედითად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები