რომან გოცირიძე: თქვენ ადამიანს ართმევთ ქონებას იმიტომ, რომ მიწა, რომელიც დღეს ღირს რაღაც, ხვალ ეღირება ხუთჯერ ნაკლები

„მიწა იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა პროდუქტისგან – თუნდაც, ოქროსაგან – რომ ვერ წაიღებ აქედან. აი, ეს ვერ დადის ამათ შეგნებაში, რომ მიწა არის უძრავი ქონება, არ იძვრის“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მფლობელს ართმევს ქონებას, იმიტომ რომ მიწა რომელიც დღეს გარკვეული თანხა ღირს, ხვალ ხუთჯერ ნაკლები ეღირება.
„ეს შეურაცხმყოფელია, აბა, რაა, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკას ანგრევენ. ამ კანონით, ისპობა საქართველოს სოფლის მეურნეობა. თქვენ ადამიანს ართმევთ ქონებას იმიტომ, რომ მიწა, რომელიც დღეს ღირს რაღაც, ხვალ ეღირება ხუთჯერ ნაკლები. საქართველოში მიწის ფასი ამ კანონის შემდეგ გაიზრდება თუ შემცირდება? საქართველოში სოფელში მაცხოვრებელი ადამიანები უფრო გამდიდრდებიან თუ არაა? კაპიტალიზაცია მიწისა მოიმატებს თუ მოიკლებს? თუ კაპიტალიზაცია მოიკლებას, ანუ სიმდიდრე დააკლდება ადამიანს, ნაკლები სიმდიდრით რა სიკეთე მოაქვს ქვეყნისათვის სოფელში დასაქმებული ადამიანისათვის? რომელ პრობლემას ვწყვეტთ ამით? თქვენ გინახავთ რომელიმე სახელმწიფო, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მომუშავე უცხოური დიასპორა თუ, ასე ვთქვათ, ქალაქები გაჩდნენ. უცხოელები, როგორც წესი, ურბანულ ადგილებში სახლდებიან. მიტოვებული ქარხანა უფრო საშიშია თქვენი წარმოდგენით, თუ რაღაც საფრთხე არსებობს, ვიდრე მიწა. ერთ მაგალითსაც ვერ მოიყვანთ თქვენ, რომ სასოფლო სამეურნეო მიწებისას წარმოიქმნას “ჩაინა თაუნებში” მსგავსი, ან არაბული, ან ინდური დასახლებები. ერთ მაგალითს ვერ მოიტანთ. როდესაც საქალაქო ტიპის დასახლებებში შეიძლება, არსებობდეს მართლაც რაღაც პრობლემა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები