ვანო ზარდიაშვილი: მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არცერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღია

“შევარდნაძის, სააკაშვილის, მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არც ერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღია”, – ამის შესახებ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მესამე სექტორი ცდილობს, უზენაეს სასამართლოში გაიყვანოს ანა ნაცვლიშვილი და მათი თავდასხმებიც ამით არის განპირობებული. „პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ასე ხდებოდა დანიშვნა, პრეტენზია და პრობლემა არავის ჰქონია. პრეზიდენტ შევარდნაძის დროსაც ასე ხდებოდა დანიშვნა, არავის პრეტენზია არ ჰქონია. მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არც ერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღია. ეს პროცესი მოსწონდათ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მარგველაშვილი წარადგენდა მხოლოდ არასამთავრობოებს, ან არასამთავრობოების მიერ მოწონებულ კადრებს. მაგალითად, მთელი საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არასდროს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ახლაც, გამოცდა არ უნდათ რომ დაინიშნოს, იცით რატომ? იმიტომ, რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდეს წარდგენის საშუალება და ეს ჩვენ ვიძახით, რომ ჩავწეროთ გამოცდა. ვნახოთ, ის ადამიანი იმსახურებს თუ არა მოსამართლეობას. გამოცდა არ ჩავწეროთო. საზოგადოებას ვეკითხები – კანდიდატმა უზენაესში უნდა ჩააბაროს თუ არა გამოცდა – რა თქმა უნდა, უნდა ჩააბაროს, რათა ვნახოთ, არის თუ არა ის კომპეტენტური. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ახლა ამოვიღებთ გამოცდას, ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი, რომელსაც დაასახელებს ასევე საია-ს წარმომადგენელი – ანა დოლიძე, უზენაეს სასამართლოში უგამოცდოდ გავა. არის ანა ნაცვლიშვილი კომპეტენტური? გეტყვით, რომ არ არის. პრეზიდენტს, თავისი შეწყალებებით, შეეძლო მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორება. მთელი საია პრეზიდენტ მარგველაშვილთან მუშაობდა. მართლმსაჯულების ერთი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები