დავით უჯმაჯურიძე: „ნაცმოძრაობას“ ასეთი გენგეგმა 2004 წელს რომ მიეღო, დღეს ქალაქს ამდენი პრობლემა არ ექნებოდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რეალურად კი ახალი დოკუმენტი დედაქალაქში არსებულ ქაოტურ განაშენიანებას დაასრულებს.

„მე ვფიქრობდი, რომ გენერალური გეგმის დამტკიცება კამათს არ გამოიწვევდა და ყველა ერთად ვიზეიმებდით თბილისისა და თბილისელებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღებას. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, თითქოს ამ გეგმის მიღებით ჩვენ ვანგრევთ და ვამახინჯებთ თბილისს. იძულებული ვარ, გაგახსენოთ 2004 წელი და ის პროექტები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა. გაუგებარი მშენებლობები სპორტის სასახლის უკან, ფალიაშვილის ქუჩაზე, ვაკის პარკთან და ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიასთან. სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაიცა მშენებლობების ნებართვები. არ ჩამოვთვლი ყველა იმ პროექტს, რომელიც ამახინჯებს ამ ქალაქს და მისი აშენების ნებართვა თქვენი პარტიის წევრებმა გასცეს. ასეთი გენგეგმა, რომ მიგეღოთ 2004 წელს, ქალაქს ამდენი პრობლემა არ ექნებოდა. თბილისი დღეს ლამაზი ქალაქი იქნებოდა. ახალი გენერალური გეგმა კი მსგავს ქაოტურ მშენებლობებს გამორიცხავს და ეს დოკუმენტი უპრეცედენტოა“,- განაცხადა დავით უჯმაჯურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები