ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა

 თბილისის საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ და არგუმენტირებულად საუბრისკენ მოუწოდა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას მან აღნიშნა, რომ ოპონენტების მიერ დაყენებული საკითხები, კომისიის სხვადასხვა სხდომაზე არაერთხელ განიხილეს.

„ვისმენთ აბსურდულ ბრალდებებს, რომლებიც არ ეხება გენერალურ გეგმას. ოპოზიციას კონსტრუქციული დიალოგი კომისიებთან არ ჰქონია, არც კი ესწრებოდნენ განხილვებს და ისეთი საკითხები გამოაქვთ, რომელიც უკვე განხილული და შეთანხმებულია. ამიტომ მათი დამოკიდებულება არასერიოზულია“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს წევრმა გენერალური გეგმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამ დოკუმენტით ვამბობთ არის ის, რომ ქალაქი აქამდე გაუაზრებლად ვითარდებოდა და აბსოლუტურად მორგებული იყო კონკრეტული ადამიანების ინტერესებს. გენერალური გეგმით ეს ვითარება რადიკალურად იცვლება და ხვალიდან ჩვენ მივიღებთ განვითარების ისეთ სისტემას, სადაც ამის დაშვება შეუძლებელია“,- აღნიშნა გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები