ბათუმის სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. უკმაყოფილების მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რადგან გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ.
ხმაური სასამართლოს შენობიდან ეზოში გაგრძელდა, მოგვიანებით კი მათ გზა გადაკეტეს.
შემთხვევა გასული წლის ზაფხულში მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, 15 ივნისს, ღამით სოფელ მუხაესტატეში ბესიკ ტაკიძემ პოლიციის განყოფილების უფროსს ბუტა ანთაძეს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელთან ტაკიძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები