დიმიტრი ხუნდაძე: ღარიბაშვილის დაბრუნება მნიშვნელოვნად შეავსებს პარტიას

„ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს იქნება პარტიის სერიოზული შევსება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება.
ხუნდაძის განმარტებით, ღარიბაშვილის დაბრუნება მნიშვნელოვნად შეავსებს პარტიას.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-12 წლებში. მე ვფიქრობ, რომ ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. პარტიას ნებისმიერი წევრის გასვლა, რა თქმა უნდა, აკლდება, მაგრამ ისეთი ფიგურის, როგორიც არის ღარიბაშვილი, მისი დამსახურებიდან გამომდინარე, ეს იქნება პარტიის სერიოზული შევსება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურ მდივნად ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები