ოლიმპიური ჩირაღდნის გადატანის ცერემონიალში რამზან კადიროვი მონაწილეობდა

   სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე ათი დღე დარჩა, ოლიმპიური ცეცხლი კი მოგზაურობას განაგრძობს. მსოფლიო დონის თამაშების მთავარი სიმბოლო ჩეჩნეთში, კერძოდ, გროზნოსა და ინგუშეთში ჩაიტანეს. ოლიმპიური ჩირაღდნის გადატანის ცერემონიალში პირადად ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მონაწილეობდა. “ეს სპორტის ისტორიას შემორჩება. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რათა მსგავსი სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩავატროთ”,- განაცხადა კადიროვმა. ოლიმპური ცეცხლის გადატანის ცერემონიალის ფარგლებში, გროზნოსა და ინგუშეთში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები