„აკაკი ბაქრაძე და ილიას „განდეგილი” – ლევან გიგინეიშვილის ლექცია გაიმართება

 28 თებერვალს, 17:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“, თსუ-ს აღმოსავლეთის ქრისტიანობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექციას – „აკაკი ბაქრაძე და ილიას „განდეგილი”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ამ ლექციით „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტმა მუშაობა განაახლა. რამდენიმე დღის წინ პროექტის 2019 წლის ნაკადის მსმენელები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: გალაკტიონის ქ.#20.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები