რეჟისორი გიორგი დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში ის ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. მისი ცნობილი ფილმებია: „მიმინო”, „არ დაიდარდო”, „აფონია”, „ქინ-ძა-ძა”, „პასპორტი” და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები