გასულ კვირას CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან ბავშვები – „ყაზტრანსგაზი” ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო)

ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, გასულ კვირას CO-თი ათამდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ. კომპანია შესაბამის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
“ეს კადრები სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული, სადაც ოჯახში ღიაკამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-თი ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს. შემოწმებისას, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი, დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.
ბინის მეპატრონეთა დაუდევრობით, გასულ კვირაში თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღიაკამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაფრთხილებთ: სასწრაფოდ ჩახსენით ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულკამერიანი გაზდანადგარებით. CO ბუნებრივ გაზზე საშიშია, CO კლავს”, -აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები