ხვალ ვახუშტის ხიდი დროებით ორმხრივად გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ ვახუშტის ხიდი დროებით ორმხრივად გადაიკეტება.

„დროის ამ მონაკვეთში, შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები